პოლიტიკა
"უარს ვეუბნებით ადგილობრივ არჩევნებს, რეალურად რუსულ სპეცოპერაციას"- ბრიფინგი ქუთაისში
FaceBook
"არა რუსულ არჩევნებს", "არა რეჟიმთან თანამშრომლობას", - ამ სახელწოდებით, 19 ივლისს, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, ერთობის მარში გაიმართება.
როგორც, ქუთაისში, დღეს გამართულ ბრიფინგზე, 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელსაც რუსულ სპეცოპერაციად თვლიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათივე თქმით, ნაწილი თბილისში დაგეგმილ მარშს შეუერთდება ქუთაისიდან, ნაწილი კი ქუთაისში დარჩება, სადაც 19 ივლისს ასევე დაგეგმილია აქცია.

"დღეს, ხელისუფლება მიტაცებული აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს. ამიტომ, 19 ივლისს ვიკრიბებით თბილისში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დიდ ერთობას, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ”,- განაცხადა "თავისუფლების მოედანის" წარმომადგენელმა მიშიკო მუმლაძემ.

19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-დან პარლამენტის შენობამდე მარში გაიმართება.

აქციაზე ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომელთა თქმითაც მიუღებელია "რუსულ არჩევნებში” მონაწილეობა და რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა. ისინი მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ
ღამბაშიძე შეასრულებს.
11:21 / 11.07.2025
ზესტაფონის მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე შეასრულებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუეიიანგის ეკო ფორუმში
მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
10:10 / 09.07.2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.