პოლიტიკა
ზესტაფონის მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს
FaceBook
ზესტაფონის მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე შეასრულებს.

ვახტანგ ღამბაშიძე მერის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგა, რაც ზესტაფონის მერიც და მისი მოადგილეც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკაში მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა ფეხი მოიტეხა და მკურნალობას თბილისის კლინიკაში გადის. მისი მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი კი თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.

რადგან აღნიშნულ შემთხვევამდე თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯუშელმა დატოვა, მერის მოვალეობას, კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე ასრულებს.

საკრებულოს სხდომაზე ️ დეპუტეტებს უკვე ჰქონდათ საკითხი წარმოდგენილი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის ვასილ გველესიანის საავადმყოფო ფურცელზე გასვლის ცნობად მიღებას უკავშირდებოდა.

საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილების შესაბამისად, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-7 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მერის მოვალეობის შესრულება ეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ზესტაფონი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო
ფუნქციონირებას ერთი თვის ვადაში დაიწყებს.
12:25 / 15.10.2025
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულო ფუნქციონირებას ერთი თვის ვადაში დაიწყებს.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე შეაჯამა.
11:46 / 15.10.2025
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე შეაჯამა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.