პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორი ჩინეთში იმყოფებოდა - მან კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუეიიანგის ეკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ლევან ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმერეთის რეგიონში ეკოლოგიური პოლიტიკის გაძლიერებისა და განვითარების სტრატეგიაზე. სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ყურადღება დაუთმო ეკოლოგიური მიმართულებით იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებს.

,,ეკოლოგია დღეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. საქართველო დიდ ძალისხმევას წევს ქვეყნის ეკოლოგიური განვითარებისთვის და ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯებიც იდგმება. კონფერენცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს რეგიონებსა და ქალაქებში დავნერგოთ აქ მიღებული გამოცდილება, რათა ხელი შევუწყოთ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას“ - აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.

ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ქართული დელეგაცია კუეიჭოუს პროვინციასთან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს.

იმერეთის რეგიონსა და კუეიჭოუს პროვინციას შორის დამეგობრების ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით,
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი – რეგიონული
განვითარების სამინისტრო.
14:44 / 27.06.2025
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი – რეგიონული განვითარების სამინისტრო.
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების
მინისტრის თანამდებობა დატოვა - მის ადგილს მარიამ ქვრივიშვილი
დაიკავებს.
14:18 / 24.06.2025
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა - მის ადგილს მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.