პოლიტიკა
ქუთაისის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა.
ახალი მოადგილე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

როგორც მან განმარტა, გიორგი ცხაკაია მერიაში ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.

გიორგი ცხაკაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს განათლების სამინისტროში, ს.ს. „საქართველოს ბანკში".

დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართლის ფაკულტეტი, ბაკალავრი) და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი(სამართლის მაგისტრი).

გიორგი ცხაკაია ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე მამუკა ხიმშიაშვილის ნაცვლად დაინიშნა. ხიმშიაშვილი აღნიშნულ პოსტს გასული წლის სექტემბრიდან იკავებდა, 2025 წლის მაისიდან კი ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დანიშნეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ქალაქის ყოფილი მერი გიორგი
ჭიღვარია უხელმძღვანელებს.
12:05 / 30.10.2025
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს ქალაქის ყოფილი მერი გიორგი ჭიღვარია უხელმძღვანელებს.
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლადარჩეული წევრიდან 22
მანდატი
11:31 / 30.10.2025
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლადარჩეული წევრიდან 22 მანდატი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, სამი კი - ოპოზიციას. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.