პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გომელაურს გელა გელაძე შეცვლის
FaceBook
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა.

ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, ის მუშაობდა პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე, ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

დღეიდან, ბატონი გელა უკვე შეასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატება ამ თანამდებობაზე და მის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგრძელდება ზრუნვა თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ვახტანგ გომელაურმა დატოვა. როგორც გომელაური წერს, "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა", თავს უფლება მისცა და გუნდს სთხოვა თანამდებობის დატოვება. "ეს მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო",- აღნიშნულია გომელაურის მიმართვაში.


ამავე თემაზე:

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა
თანამდებობა დატოვა.
09:44 / 28.05.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი
დაინიშნა.
13:14 / 20.05.2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.