პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა
FaceBook

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.


აღნიშნულთან დაკავშირებით გომელაურის მიმართვას შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის რჩება "ქართული ოცნების" გუნდის ერთგულად.

"ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.

მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ მომცა შესაძლებლობა, უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მისი ნდობა და მაგალითი მაძლევდა განსაკუთრებულ სტიმულს, კეთილსინდისიერად მეკეთებინა ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში.

მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად, სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, ყველას, ვისთან ერთადაც ვზრუნავდი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მრავალი წლის განმავლობაში. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში.

ვრჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ჩემს ქვეყანას და ხელისუფლებას მშვიდობას, უსაფრთხოებას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ვუსურვებ“ - აღნიშნულია გომელაურის მიმართვაში.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად, პირველად, 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა.
11:21 / 28.05.2025
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გელა გელაძე დაინიშნა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი
დაინიშნა.
13:14 / 20.05.2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.