იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ გრიგოლ დალაქიშვილი
დაინიშნა.
აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გუბერნატორის ორმა
მოადგილემ – ლევან კიკნაველიძემ და ლევან სანიკიძემ თანამდებობები
დატოვეს.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, გრიგოლ
დალაქიშვილი კურატორობას გაუწევს ადგილობრივ თვითმმართველობის
ორგანოებთან ურთიერთობის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა
საკითხებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თემებს.
ასევე განესაზღვრა კულტურული და ისტორიული ძეგლების დაცვის,
განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების
ხელშეწყობის საკითხთა კოორდინაცია რეგიონში.
გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მერის მოადგილე იყო, ასევე 2017-2019
წლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის
თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო წლებში კი სსიპ ეროვნული სატყეო
სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის თანამდებობას
იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები