პოლიტიკა
"ჩვენ მივიღებთ „ფარას“ და ამისთვის გვექნება თვე-ნახევარი" - მამუკა მდინარაძე
FaceBook
"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ "ფარას" კანონი, რომლის დაინიცირებასაც მიმდინარე კვირას გეგმავენ, ამერიკული "ფარას" სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსიაა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ კანონს ერთი მიზანი აქვს: საზოგადოებამ იცოდეს, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები. 

„დაინიცირდება ამერიკული „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ვერსია. ამას მთავარი მიზანი აქვს ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული რა თანხები რას ხმარდება და არ მოხდეს ისე, რომ, მაგალითად, USAID-ის 41,7 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც, მაგალითად, 15 მილიონი დოლარი ახალგაზრდული მიმართულებით დაიხარჯა, ხმარდებოდეს რევოლუციურ მიზნებს ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს საზოგადოებას. ბევრ ახალგაზრდას დღემდე ჰგონია, რომ თვითორგანიზებული და გულწრფელი პროტესტის მონაწილეა, მაშინ როდესაც მათი ამ რწმენის ჩამოყალიბებაზე ათობით მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა საქართველოში. ამიტომ ჩვენ მივიღებთ „ფარას“ და ამისთვის გვექნება თვე-ნახევარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირას ასევე დაინიცირდება "მედიის კანონი", რომელიც ძირითადად "ფეიკ ნიუსებს" შეეხება. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღებას შეზღუდვას.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აქტიურად მუშაობს შემზღუდავ კანონებზე. პარლამენტმა უკვე გაამკაცრა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“  გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“ქართულმა ოცნება” პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის
დაანონსების შემდეგ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის, რომელსაც
მის მემკვიდრედ მიიჩნევს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადები ინიციატივაც
გამოდის.
09:02 / 28.03.2025
“ქართულმა ოცნება” პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის დაანონსების შემდეგ, ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის, რომელსაც მის მემკვიდრედ მიიჩნევს, არაკონსტიტუციურად გამოაცხადები ინიციატივაც გამოდის.
„ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ
ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოდან
13:04 / 24.03.2025
„ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოდან "რუსულ კანონზე" სალომე ზურაბიშვილის სარჩელი გაიწვია, რომელიც ამ კანონის გაუქმებას ითხოვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.