პოლიტიკა
დღეს "ქართული ოცნების" პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს
FaceBook
28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, "ქართული ოცნება" მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს.

ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენენ. კობახიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით: "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ" წარუდგინა. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება:

პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

პარლამენტის შეკრებისა და მთავრობის დამტკიცების პროცესის დაწყების მიუხედავად, საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. პარლამენტის სხდომებს არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება ევროპელი ლიდერებიდან მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.