პოლიტიკა
"ჰაბიტუსით ქართველი" - "ქართული ოცნება" პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს ირჩევს
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

"ის, თავისი ბუნებით, თუნდაც, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება" - ასე დაახასიათა ბიძინა ივანიშვილმა მომავალი პრეზიდენტი. "ქართველი კაცის ჰაბიტუსის" მქონე მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკური კარიერა, "ქართულ ოცნებაში", 2016 წლიდან იწყება. 2022 წელს, ყაველაშვილმა, ორ დეპუტატთან ერთად, პარტია ფორმალური მიზეზით დატოვა და ახალი მოძრაობა "ხალხის ძალა" დააფუძნა.

სინამდვილეში, "ხალხის ძალა" "ქართული ოცნების" ოპოზიციაში არასდროს ყოფილა, პირიქით, კრიტიკულ მომენტებში, მოძრაობის მიერ გავრცელებული ვრცელი წერილებით, პარტიას ერთგვარ მაშველ რგოლად ევლინებოდა. სწორედ "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონი პარლამენტში, რომელიც აგენტებად აცხადებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ გრანტებს იღებენ.

მიხეილ ყაველაშვილი მომავალ პრეზიდენტად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. წარდგენაზე ივანიშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტობის კანდიდატის საფეხბურთო კარიერას და მის პიროვნულ თვისებებს - პატიოსნებას, სამართლიანობას, პატრიოტიზმსა და პრინციპების ერთგულებას. ივანიშვილის თქმით, ყაველაშვილი არ იქნება უცხო ძალის სამსახურში და პრეზიდენტის ინსტიტუტს წართმეულ ღირსებას დაუბრუნებს.

"ვიკიპედიის" მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა, პარლამენტის ოფიციალურ გევრდზე მას მხოლოდ სპორტული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება  უწერია. ყაველაშვილმა  სპორტული კარიერა "დინამო თბილისში" დაიწყო, იყო "ალანია-ვლადიკავკაზისა" და "მანჩესტერ-სიტის" ფეხბურთელი. 2016 წელს გახდა თბილისის სანზონის მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან", 2020 წელს კი თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარად აირჩიეს ამავე პარტიის სახელით. 2022 წელს,  სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა "ქართული ოცნება", რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია. მიმდინარე წელს კი მათ მიერ შექმნილი მოძრაობა "ხალხის ძალა" პარტიად დაფუძნდა.

"ქართული ოცნება" მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას 14 დეკემბერს, მის ინაუგურაციას კი 29 დეკემბერს გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.