პოლიტიკა
აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე რვადღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
FaceBook
19 ნოემბრის დილას, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა ისაკო დევიძე, რომელსაც სასამართლომ რვადღიანი პატიმრობა მიუსაჯა, თავისუფალია.

მან წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.

"დაგვაკავებენ, გვცემენ, თუ რა ფორმით ეცდებიან ჩვენ დაშინებას, მაინც ვერ დაგვაშინებენ. საკანში ვიქნებით, თუ როგორც ვიქნებით, ჩვენ ფიზიკურ სხეულზე ვერ მოიპოვებენ ვერანაირ ძალაუფლებას, პირიქით პრობლემებს შევუქმნით, შევაწუხებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.

ისაკო დევიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღე შიმშილობდა.

19 ნოემბრის დილას, აქციაზე, სადაც აქტივისტები 26 ნოემბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, 16 ადამიანი დააკავეს. დაკავების დროს, პოლიციის თანამშრომლები აქტივისტებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, "ქართული ოცნება" პარლამენტში შეიკრიბა და ლეგიტიმაცია გამოაცხადა. მიმდინარე კვირაში იგეგმება მთავრობის დამტკიცებაც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.