პოლიტიკა
XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა
FaceBook
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

პირველი მოადგილის პოსტს შეინარჩუნებს გიორგი ვოლსკიც. რაც შეეხება თავმჯდომარის სხვა მოადგილეებს, ისინი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი იქნებიან. 

აღნიშნულის შესახებ ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ.

ოპოზიციური პარტიები შეკრებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

დღესვე უყარეს კენჭი მამუკა მდინარაძეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე.

ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს. იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ტარდება. აქციის მონაწილეები რკინის კონსტრუქციაზე ბრახუნით აპროტესტებენ მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებას. მათ კვერცხები ესროლეს და შავი საღებავი შეასხეს პარლამენტის შენობას.

კონსტიტუციონალისტების თქმით, მაშინ, როდესაც დეპუტატების არჩევის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია, მათი უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პარლამენტი
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.