პოლიტიკა
"მიხარია, რომ ქუთაისმა ამ არჩევნებზეც ისტორიული შედეგი გააკეთა"- საკრებულოს სხომა "ოცნების" გამარჯვების მილოცვებით
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ "ოცნების" დეპუტატებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების მილოცვით დაიწყო.

როგორც ირაკლი შენგელიამ, სხდომის დასაწყისში, აღნიშნა, ამ არჩევნებში, ამომრჩეველთა ძალიან დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ გაზრდილია.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მასობრივი დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა, ირაკლი შენგელია ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრირების ნაწილში, პროცედურები იყო დაცული და მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავისუფალ რეჟიმში დაეფიქსირებინათ არჩევანი.

"ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2 მილიონ 100 000-მა მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარტია "ქართულ ოცნებას". მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6,5-ჯერ უსწრებს მმართველი გუნდი. ვფიქრობ, ამ პირობებში, რაიმე სახის საუბარი იმაზე, რომ დამაჯერებელი გამარჯვება არ მოიპოვა მმართველმა ძალამ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციულ პროცესებს",- განაცხადა ირაკლი შენგელიამ. 

არჩევნებში "ოცნების" გამარჯვების მილოცვას შეუერთდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილიც. მან აღნიშნა, რომ ამ არჩევნებში ქუთაისმა თავისი სათქმელი ღიად თქვა.

"მიხარია, რომ ქუთაისმა, ყოველთვის, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, ამ არჩევნებზეც ისტორიული შედეგი გააკეთა და ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის მომავალს მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და ღირსებისთვის. თითოეულ მათგანს, ვინც ჩვენ ამ არჩევნების პერიოდში გვერდით დაგვიდგა და ხმა მოგვცა, მადლობა. ასევე მადლობა იმ ხალხსაც, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. იცით, რომ უპრეცედენტო დასწრება იყო ამომრჩევლების რაოდენობის და ეს იქიდან იყო გამოწვეული, რომ ხალხს მივეცით საშუალება, თვითონ გადაეწყვიტა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანა ვის უნდა ემართა. ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ შრომისათვის, რაც ჩვენ ამ არჩევნების პერიოდში ერთად ჩავდეთ ქვეყნისთვის",- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. 

საქართველოში, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც, ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 53%-ზე მეტი მიიღო. რაც შეეხება ქუთაისს, არჩევანი 81 242 ადამიანმა დააფიქსირა, რაც ქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27%-ს შეადგენს. 

ქალაქში გახსნილ 72 საარჩევნო უბანზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ქართული ოცნება” – 38 089 ხმა, რაც საერთოდ ამომრჩევლის 47,25%-ს შეადგენს.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 8 467 ხმა, 10,50%.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” – 11 461 ხმა, 14.22%.

“ძლიერი საქართველო” – 7 641 ხმა, 9,48%.

“გახარია საქართველოსთვის – 6 454 ხმა, 8,01%.

26 ოქტომბრის არჩევნებზე, 81 790 ბიულეტენიდან ბათილად 1171 ჩაითვალა. ამ არჩევნებზე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 50 საჩივარი შევიდა.

ქუთაისში სულ 152 506 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.