პოლიტიკა
"არაა შენი საქმე რატომ მივდივართ"- ქუთაისიდან "ოცნების" ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრნენ
FaceBook
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ შეკრებაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

სამთავრობო ღონისძიება, თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ქუთაისიდან ავტობუსებისა და მიკროავტობუსების კოლონა დილის 10:00 საათიდან გავიდა. 

თბილისში წამსვლელ მოქალაქეთა ნაწილი ცენტრალურ მოედანზე, ე.წ კოლონადებთან იყო შეკრებილი, ნაწილი - სპორტის სასახლესთან და ზოგიც - ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე.

"ოცნების" საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისში, მშვიდობის მხარდასაჭერად მიდიან, მშვიდობა კი, მათივე თქმით, მხოლოდ "ოცნების" ხელისუფლების პირობებშია შესაძლებელი. 

"საქართველოს მშვიდობას ვუჭერთ მხარს და არა ომს, ამიტომაც მივდივარ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა. 

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავს არიდებდნენ საუბარს და აგრესიას გამოხატავდნენ ჟურნალისტების დანახვაზე. 

"არაა შენი საქმე რატომ მივდივარ, რატომ უნდა გითხრა, ბიძაშვილი ხარ ჩემი, მამიდაშვილი, თუ ვინ ხარ",- გვითხრა შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ.



მმართველი პარტია დღეს დაანონსებული შეკრებისთვის საგანგებოდ ემზადება და დედაქალაქში საჯარო მოხელეები და პარტაქტივი ჩამოჰყავს.

იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან, მსუბუქი ავტომობილებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით ადამიანების ძირითადი ნაწილი უკვე დაიძრა თბილისიკენ.

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა იმართება. ღონისძიება, თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებამდე, 20 ოქტომბერს, თბილისში, მსვლელობა „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ხუთი სხვადასხვა ადგილიდან, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობის შემდეგ, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც კონცერტი გაიმართა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.