პოლიტიკა
ხმაური "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრაზე - რა მოხდა სასტუმრო "სოლომონთან"
FaceBook
ხმაური იყო ქუთაისში, სასტუმრო "სოლომონთან", სადაც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს სასტუმროსთან მცხოვრები რამდენიმე ადამიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ისინი სასტუმროში "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრის გამართვას აპროტესტებდნენ.

"როგორ გაგვიბედეთ აქ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის მოწყობა",- მიმართა ენმ-ს წევრ ამირან ხვადაგიანს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა და გია ჯაფარიძე, გუშინ, 17 ოქტომბერს, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

მათ სასტუმრო "სოლომონში" ქუთაისის ევროპული მომავლის ქალაქის შესახებ ესაუბრნენ, ასევე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის "ძალის გამოღვიძება" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი დამსწრე საზოგადოებას თავად ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ წარუდგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
20:29 / 29.07.2026
"ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა
და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები
გააცნო.
19:54 / 18.07.2026

ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.