პოლიტიკა
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა წარდგინება სასამართლოში" - კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
FaceBook
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება, "ქართული ოცნება" მაინც აპირებს ქვეყნის მთავარსარდლის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს.

ხელისუფლება ამ ფორმით, პრეზიდენტის დასჯას ცდილობს. გამოუვა თუ არა მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება, ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს მოაგროვებს.

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა შესაბამისი წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ შეგვიძლია გადავცდეთ ას მანდატს და იმპიჩმენტი არის რეალური. ეს არის სიმბოლური აქტი. აქედან ერთ თვეში, სალომე ზურაბიშვილს მაინც გაუვა უფლებამოსილების ვადა, ამიტომ იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას და ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერი ტექნიკური მთავრობის გეგმას ფარსს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი 60%-ს შეადგენს.

დასავლური სანქციების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრობს. კობახიძე, დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებას, უკრაინაში ომს აბრალებს და აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირსა და აშშ-თან ურთიერთობები დალაგება.

"ჩვენი პრინციპული სტრატეგიული ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება მომავალი წლიდან. როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ამერიკისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ
15:59 / 30.10.2024
ქუთაისის საკრებულოს რიგით 36-ე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ "ოცნების" დეპუტატებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების მილოცვით დაიწყო.
12:49 / 25.10.2024
"ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე, არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.