პოლიტიკა
საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში - ახალ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი წარუდგინა. 

მერის მოადგილის პოსტი, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თამარ დახუნდარიძემ თანამდებობა, თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ჩვენი ინფორმაციით, მან ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა.

მის მოვალეობას ახლა მამუკა ხიმშიაშვილი შეასრულებს, რომელიც მერიაში ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.

მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში დაიბადა. დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და საერო უნივერსიტეტი „გელათი“, იურისტის სპეციალობით.

მერიის ინფორმაციით, მერის ახალ მოადგილეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის, სხვადასხვა წლებში, მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. იყო ამბროლაურისა და ცაგერის მერის პირველი მოადგილე. 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს ახლა ორი მოადგილე ჰყავს: იუზა უგულავა და მამუკა ხიმშიაშვილი. რაც შეეხება თავად ერემეიშვილს, იგი მერის მოვალეობას მას შემდეგ (მიმდინარე წლის ივლისიდან) ასრულებს, რაც ქალაქის ყოფილმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დატოვა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.