პოლიტიკა
"ქუთაისი გახდება ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი"- ენმ-ს ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ
FaceBook
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” მოძრაობის ლიდერები ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციური მმართველობით მოვა, ქუთაისი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი გახდება. ამ მიზნით, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე სამგზავრო და სატვირთო ტერმინალი აშენდება.

“როგორც კი გავიმარჯვებთ, ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირიდან მოვიზიდოთ 14 მილიარდი ევრო. აქედან, მნიშვნელოვანი ნაწილი წავა საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც, სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ 14 მილიარდი ევროდან თანხას მოვახმართ ქუთაისის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გარდა, სატვირთო ტერმინალის განვითარებას, რომელიც შექმნის ათასობით თუ არა ათი ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს",- აღნიშნა მან.


გიორგი ვაშაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, სატვირთო ტერმინალი, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას ერთმანეთთან, ამასთან, განავითარებს რეგიონს და "ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება უმუშევრობის პრობლემა იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში".

ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ქალაქში პროდასავლური და პროევროპული განწყობაა.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ქუთაისში "ქართული ოცნება" 20%-საც ვერ აიღებს, რადგან, როგორც აღნიშნა, ეს არის ქალაქი, რომელიც "პირველი შეაბიჯებს ევროკავშირში თავისი ღირსებით და დაიბრუნებს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს".

ქუთაისში რომ მოსახლეობა ცვლილებებისთვის მზად არის, ამაზე ისაუბრა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმაც. 

"ადამიანები ელოდებიან იმას, რომ ქვეყანა დაიწყებს უკეთეს ცხოვრებას, იქნება გაცილებით მაღალი სტანდარტი მომავალ წლებში და არ იქნება ის ქაოსი, რომელსაც დღეს ხელისუფლება გვპირდება. ამიტომ, ამოცანა, რასაც კარგად ხვდება ჩვენი ამომრჩეველი ქუთაისშიც და ყველგან, ეს არის კეთილდღეობისკენ ნაბიჯების გადადგმა ამ არჩევნების შემდეგ. ეს ცვლილებები უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ქუთაისი დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმეში, როგორც მომავალი პოლიტიკური ცენტრი, რადგან ჩვენ ის ისევ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ჩვენი ქვეყნისა", - განაცხადა გიგი წერეთელმა.  

კოალიციაში “ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის” "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა" გაერთიანებული. მათი საარჩევნო ნომერია 5.

26 ოქტომბერს საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.