პოლიტიკა
"უნდა ვიფიქროთ, ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებაზე" - "ძლიერი საქართველო" ქუთაისზე
FaceBook
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს, ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი წინასაარჩევნო გეგმა გააცნეს.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ქუთაისის მაგალითზე კარგად ჩანს "ქართული ოცნების" 12-წლიანი მართვის შედეგები - ის, რომ ქალაქი დაცლილია და სრულიად უფუნქციოდაა დარჩენილი. 

"ქუთაისის მოსახლეობის დიდი ნაწილი წასვლაზე ფიქრობს. ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე მყოფი ქალაქი, რომელიც იყო და უნდა გახდეს კვლავ საქართველოს კულტურული, ინდუსტრიული და განათლების ცენტრი. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განმარტა ბადრი ჯაფარიძემ. 

ან მოსახლეობას ის დაპირებებიც გააცნო, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეასრულებს. კერძოდ, ჯაფარიძის თქმით, იმ 200 000 სამუშაო ადგილიდან, რომელიც მათი კოალიციის ერთ-ერთი მთავარი დაპირებებაა, მნიშვნელოვანი ნაწილი, ღირსეული ანაზღაურებით ქუთაისში იქნება შექმნილი. ამასთან, პენსიონერებს პენსია 1000 ლარამდე გაეზრდებათ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებაც ისაუბრა, რასაც ქუთაისი მათი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს. 

"ქუთაისს აქვს უნიკალური შანსი, გახდეს ე.წ ლოგისტიკური ჰაბი. ანუ, გამომდინარე ქალაქის მდებარეობიდან, ის შეიძლება გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ჰაბი და ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ. ვფიქრობ, ყველა რესუსრსი აქვს ქუთაისს ამისათვის. ასევე, დასრულდება მეგაპროექტები, მათ შორის ანაკლია, რომლის სიკეთეც პირდაპირ აისახება ქუთაისზე. 
ამისთვის სჭირდება პასუხისმგებლიანი, პროდასავლური, კოალიციური, ეროვნული ხელისუფლება და არა ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს",- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. 

ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, იქნება თუ არა კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" მთავარი პრიორიტეტი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია ქუთაისის ფუნქციისთვის პარლამენტის დაბრუნებაზეც ვიფიქროთ".

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობაში არიან პარტიები – “ლელო”, ანა დოლიძე – ხალხისთვის”,  “მოქალაქეები” და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი".

26 ოქტომბერს, საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
16:15 / 08.10.2024
მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ გადაცემათა ციკლს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობით.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ქვეყნის
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 4-წლიანი საარჩევნო პროგრამა
წარადგინა.
11:05 / 08.10.2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 4-წლიანი საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.