პოლიტიკა
"ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ოცეული
FaceBook
„ქართულმა ოცნებამ“, 10 სექტემბერს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცი წევრი წარადგინა.

ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა. მანამდე მან პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქები განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენულობა, მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მისი დამსახურება.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება. 

საარჩევნო სიის მეორე ნომრად თავად ირაკლი კობახიძე დასახელდა. მესამე ნომრად კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. 

მთავრობის საარჩევნო სიაში ასევე მოხვდნენ სპორტსმენები: ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

1 - ბიძინა ივანიშვილი
2 - ირაკლი კობახიძე
3 - ირაკლი ღარიბაშვილი
4 - შალვა პაპუაშვილი
5 - მამუკა მდინარაძე
6 - თეა წულუკიანი
7 - ლაშა ტალახაძე
8 - ვახტანგ თურნავა
9 - მაკა ბოჭორიშვილი
10 - გენო პეტრიაშვილი
11 - სოზარ სუბარი
12 - მარიამ ქვრივიშვილი
13 - ანრი ოხანაშვილი
14 - ნიკოლოზ სამხარაძე
15 - ეკა ჭიჭინაძე
16 - შოთა ბერეკაშვილი
17 - ლევან მახაშვილი
18 - მიხეილ ყაველაშვილი
19 - გიორგი გაბუნია
20 - ლიკა შარტავა

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს,  ოპოზიციურად
განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს -  ინფორმაციას
13:14 / 10.10.2024
ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს,  ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს -  ინფორმაციას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ავრცელებენ, რომლებმაც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, ბრიფინფი გამართეს.
12:06 / 10.10.2024
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.