პოლიტიკა
პირები, რომლებიც იმერეთში "ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან - პრემიერმა დელეგატები დაასახელა
FaceBook
საქართველოს პრემიერმა და მმართველი პარტიის სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში "ოცნების" საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას სერიოზული უარყოფითი მხარეები აქვს, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება, ამიტომ, მისი თქმით, სწორედ ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად შემოიღეს საარჩევნო კანონმდებლობით დელეგატის ინსტიტუტი.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმერეთში პარტიის დელეგატები იქნებიან: 

ქუთაისში - მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე;

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ბატონი ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. 

რაც შეეხება თბილისის 8 დელეგატს, პრემიერის განცხადებით, მას უახლოეს დღეებში დაასახელებენ. 

დელეგატები პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები არიან, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.