პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულომ იოსებ ხახალეიშვილს მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა
FaceBook
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
შესაბამის გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი საკრებულოს რიგგარეშე, 23 ივლისის სხდომაზე დაუჭირეს.

იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 15 ივლისს გაავრცელა

როგორც მან განმარტა, საქმიანობას თბილისში გააგრძელებს, თუმცა რა პოზიციაზე, არ დაუკონკრეტებია.

მის მოვალეობას ახლა ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ასრულებს.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. თავდაპირველად, იგი მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნებიდან" საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51,64% მიიღო. 


ამავე თემაზე:

სად გააგრძელებს საქმიანობას ქუთაისის ყოფილი მერი

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

რატომ დატოვა ქუთაისის მერმა თანამდებობა - იოსებ ხახალეიშვილის განმარტება

ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქართულმა ოცნებამ“, 10 სექტემბერს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცი წევრი წარადგინა.
21:50 / 10.09.2024
„ქართულმა ოცნებამ“, 10 სექტემბერს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცი წევრი წარადგინა.
შსს-ს ინფორმაციით,
16:30 / 05.09.2024
შსს-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.