პოლიტიკა
ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ არჩევნებისთვის ერთიანდებიან
FaceBook
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.


გაერთიანების პრეზენტაცია გუშინ, 17 ივლისს, ევროპის მოედანზე გაიმართა.

ახალი პარტნიორები საზოგადოებას „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ „წარმატებას მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ.“

„რატომ არის გადამწყვეტი ბრძოლა? რადგან ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღებიდან ასეთი კრიტიკული ზღვარი არცერთ არჩევანზე არ ჰქონია. ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით ასე რადიკალური შემოტრიალება, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი, ან ვიქნებით ჭაობში, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, მოქალაქეობა, დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. ერთობით გავიმარჯვებთ აუცილებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წინასაარჩევნოდ ასევე გაერთიანდნენ პარტია "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება". მათი საარჩევნო ნომერი 4 იქნება. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი, საარჩევნოდ, ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5 ნომრით წარდგება.

პარტია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

ფოტო:ინტერპრესნიუსი


ამავე თემაზე:

"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ახალი პოლიტიკური პლატფორმა საქართველოში

„ახალი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.