პოლიტიკა
"ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" - ახალი პოლიტიკური პლატფორმა საქართველოში
FaceBook
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა“, საარჩევნოდ, ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.
ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, 8 ივლისს, გაიმართა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5 ნომრით წარდგება.

ყრილობა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გახსნა, რომელმაც ახალი პარტიის წევრები წარადგინა. მათ შორის:

გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი;

სოფო ჯაფარიძე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი;

ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;

ანა მოსაძე - სამოქალაქო აქტივისტი;

თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი;

არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი;

გიორგი ვაშაძე - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი;

ირაკლი ფავლენიშვილი - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი;

ლაშა დიაროვი - სამოქალქო აქტივისტი.

გუნდის წარდგენამდე, თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუკი სხვა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს, ისინი ერთიანდებიან სხვა პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან ერთად.

„26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს. ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა“,- განმარტა თინა ბოკუჩავამ.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.