პოლიტიკა
"ჩვენ ვივლით საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში" - ქალი დეპუტატები ქუთაისში
FaceBook
ოპოზიციონერმა ქალმა პარლამენტარებმა, ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტარები თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანა წითლიძე და სალომე სამადაშვილი, ქუთაისში, კამპანიის "პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" ფარგლებში იმყოფებოდნენ. აღნიშნული კამპანია მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრეს და ასევე მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებზე საქართველოს მოსახლეობაზე.

"ეს შეხვედრა არის ქალი დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას. ჩვენ ვხვდებით საქართველოს მოქალაქეებს, ველაპარაკებით რა გავაკეთეთ, რა უნდა გავაკეთოთ. მთავარი მესიჯი, რასაც გვეუბნებიან მოქალაქეები, არის ის, რომ ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის. ესმით, რა არის ეს რუსული კანონი, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროპულ ინტეგრაციის, თავისუფლებას. ჩვენ ვივლით საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ, თავიანთი არჩევანი გამოხატონ არჩევნებზე, ყველამ ერთად შევძლოთ, რომ დავიცვათ ეს ქვეყანა და შევუნარჩუნოთ თავისუფლება",- განმარტა ანა წითლიძემ.



შეხვედრაზე პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ბევრი სამუშაო და საბრძოლი გვაქვს, რადგან , მისივე თქმით,  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსული კანონის საფრთხეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ვერ გრძნობს.

"ეს კანონი რომ შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეს უნდა ავუხსნათ მათ",- განმარტა კორძაიამ.

ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები საჯარო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში გამართავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და
ორთაჭალაში ახალი ცენტრალური ოფისიც გახსნა.
11:08 / 17.07.2024
„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და ორთაჭალაში ახალი ცენტრალური ოფისიც გახსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.