პოლიტიკა
ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
FaceBook
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი  საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებულ აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნაში წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობას, რადგან მესამე სექტორსა და მედიას უცხოური ძალების ინტერესების გამტარად მხოლოდ იმიტომ მოიხსენებს, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მიღებული კანონი აგენტების შესახებ არ ჰგავს ამერიკულ "ფარას", როგორც ამას ხშირად მიუთითებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

''აშშ-ის "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" (ე.წ. "ფარა"), ან ავსტრალიური "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი" ფუნდამენტურად განსხვავებულია თავისი მიზნებითა და შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები, ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ხელისუფლების სახელით უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში, ან ლობირებაში, საჯაროდ იყვნენ დარეგისტრირებულნი - ის არ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ან მედია უცხოური [ძალის] წარმომადგენლები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ. შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაეკისროთ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ისინი ადამიანი უფლებებთან უნდა იყვნენ შესაბამისობაში და არ უნდა ისახავდნენ ხელისუფების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას,'' - წერია ეუთო-ოდირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეუთო ოდირი საქართველოს ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

28 მაისს, შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, დაძლია "აგენტების კანონზე" დადებული ვეტო და 84 ხმით რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი, თბილისსა და რეგიონებში, საპროტესტო აქციებიის ფონზე წარიმართა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს,  ოპოზიციურად
განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს -  ინფორმაციას
13:14 / 10.10.2024
ქუთაისში, სიპებისა და აიპების წარმომადგენლებს,  ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალება დაავალეს -  ინფორმაციას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ავრცელებენ, რომლებმაც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან, ბრიფინფი გამართეს.
12:06 / 10.10.2024
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.