პოლიტიკა
რას ამბობენ რუსულ კანონზე ხელმომწერი მაჟორიტარები იმერეთიდან
FaceBook
ვეტოს დაძლევისა და რუსული კანონის მიღების შემდეგ, „ოცნების“ დეპუტატები უხერხულობას ვერ გრძნობენ, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ეს კანონი ქართველი ხალხის არჩევანია.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუატატი ზაზა ლომინაძე, რომელმაც რუსულ კანონს წელს უკვე მეოთხედ დაუჭირა მხარი, ამბობს, რომ უმრავლესობა ისე მოიქცა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ეკადრება.

„თუ გაახელთ თვალებს, დაინახავთ და თუ არ გინდათ თვალების გახელა, ვერ დაინახავთ. ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ეკადრება საქართველოს სახელმწიფოს, დემოკრატიულ სახელმწიფოს, მის ევროპული განვითარების გზას“, - ამბობს ლომინაძე.

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე კი ამტკიცებს, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანამ წინ წაიწია.

„იცით, რა თქვა ჩერჩილმა, დემოკრატია არის ყველაზე ცუდი, მაგრამ უკეთესი დღეს კაცობრიობას არ მოუგონიაო. ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს. რისი გეშინიათ? მთავარი რა არის იცით? 4 თვეში არჩევნებია, თუ ერთი დღე უნდა გაუქმებას, გააუქმეთ. ჩვენ უკან არ დაგვიხევია, წინ წავედით",- ამბობს პაატა კვიჟინაძე.

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძეც თვლის, რომ “პარლამენტმა ეს კანონი ხალხის სახელით მიიღო“.

„დასასანქცირებელი კი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, როდესაც ხალხს აწამებდა და სისხლის გუბეები დააყენა და ისინი არ დაუსანქცირებიათ, დემოკრატიის შუქურად აცხადებდნენ”, - განმარტავს ბეჟან წაქაძე.

შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, დაძლია „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო და 84 ხმით რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი, თბილისსა და რეგიონებში, საპროტესტო აქციებიის ფონზე წარიმართა.

კანონპროექტი 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა. თუ სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, პრეზიდენტისთვის კანონპროექტის დაბრუნებიდან ხუთი დღის ამოწურვის შემდეგ, კანონი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.