პოლიტიკა
ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ''სტრატეგია აღმაშენებლის'' დეპუტატები საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ.


ამის შესახებ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა.

''გუშინ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან ერთად გააკეთა განცხადება და შესაბამისად, საკრებულოშიც, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ვწყვეტთ მუშაობას, გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში",- განმარტა შუშანიამ.

საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, გუშინ, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი'', იგივე რუსული კანონი, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უნდა გადაეცეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა
დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
15:50 / 23.07.2024
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.