პოლიტიკა
"ამერიკელები იხდიდნენ და თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს" - სალომე ზურაბიშვილი გელათის რეაბილიტაციაზე
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
სალომე ზურაბიშვილს მაგალითისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი მოჰყავს, რომლის რეაბილიტაციაც უცხოელი დონორების დაფინანსებით განხორციელდა, თუმცა, მისი თქმით, "თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს", რომლებიც ამ დრომდე არ დასჯილან.

„შენ თხოვ გამჭვირვალობას იმ უცხოელებს, რომლებმაც შემოიტანეს ამ ქვეყანაში 30 მილიარდი, თუ მეტი არა, ზუსტად არ ვიცი ციფრებში, რომელიც მოხმარდა ჯანდაცვას, ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას, განათლებას, სკოლებს, აღარ ვიცი რა ჩამოვთვალო. აქ გინდა შენ გამჭვირვალობა და იქ თუ რაღაცა კიდე თანხები სადღაც წავიდა, მაგალითად გელათი ავიღოთ, ამერიკელები იხდიდნენ, მაგრამ თაღლითობა ქართველებმა ჩაიდინეს და ჯერ არ დასჯილა არავინ ამისთვის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

2003 წლიდან 2020 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ხუთი პროექტი დააფინანსა. სხვადასხვა პროექტები 2003, 2012, 2013, 2014 და 2016 წლებში განხორციელდა.

თავდაპირველად, 2003 წელს, მონასტრის ფრესკების სარესტავრაციო საჭიროებების დაადგენად, დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა, რითაც დადგინდა, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინე ეგვტერის ფრესკა სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. 2012 წელს, საელჩოს დაფინანსებული პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა და რიგი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულებას, მათ შორის, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელ სტაბილიზაციას, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრებას, მარილების მოშორებას ითვალისწინებდა.

2013 წელს, ელჩის ფონდმა გელათის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, მოჭიქული კერამიკით დასახურად, ქვის ფილების გასაწმენდად, ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგისთვის და გადაუდებელი კონსერვაციისთვის, ასევე სხვა აღდგენითი სამუშაოებისთვის, $600 000 გამოყო.

2014 – 2016 წლებში ფონდის მიერ, მონასტრის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი კიდევ ორი პროექტი განხორციელდა.

გადახურვის სამუშაოები კი გელათის მონასტერში 2019 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.

ამ დროისთვის გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამონასტრო კომპლექსში იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. სამუშაოების პარალელურად, შეისწავლიან მოზაიკას, დიაგნოსტიკის შემდეგ კი მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოებიც დაიწყება. სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან, დროებითი გადახურვის თავზე დამატებითი გადახურვის მოწყობაა დაგეგმილი. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა
დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
15:50 / 23.07.2024
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.