პოლიტიკა
ფიზიკურ პირებს ჯამში 590 მილიონის საგადასახადო დავალიანება გაუნულდებათ - ირაკლი კობახიძე
FaceBook
საქართველოს მთავრობა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სხვადასხვა ჯფუფის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სხვადასხვა პროგრამის ამოქმედებას აგრძელებს.
სტუდენტების შემდეგ მმართველი პარტია ამჯერად, იმ პირების გულის მოგებას ცდილობს, რომლებსაც საგადასახადო დავალიანებები აქვთ დაგროვილი. მათი მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს ბიუჯეტს 590 მილიონი ლარი დაუჯდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 145 ათას ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერებათ.

ცვლილება 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებებს შეეხება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

''დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებიც ამ დავალიანებების გამო ეკონომიკური საქმიანობას ვერ აწარმოებენ. მივიღეთ გადაწყვეტილება მათ ეს დავალიანებები გავუნულოთ და მივცეთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ ცხოვრებაში,'' - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერ-მინისტრს გაახსენდა სტუდენტებიც. მთავრობა კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შექმნას გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია
11:36 / 27.09.2024
პარტია "გახარია საქართველოსთვის" 2024 წლის საარჩევნო სია ცნობილია.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა, რომელშიც 170
დეპუტატობის კანდიდატია და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა
ივანიშვილი უდგას სათავეში.
11:31 / 27.09.2024
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა, რომელშიც 170 დეპუტატობის კანდიდატია და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.