პოლიტიკა
"ოცნება" დაკავებულია ჩვენი მომავლის საბოტაჟით“ - პრეზიდენტი „რუსული კანონის“ ინიციირებაზე
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალმე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის, იგივე "რუსული კანონის", ინიციირებას გამოეხმაურა და მას საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი უწოდა.

"ოცნებამ" თავისი განაცხადი მკაფიოდ გააკეთა და ევროპას უთხრა  - არა.  ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს "ოცნება" არის დაკავებული ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთ სიტყვა, რაც მომაფიქრდა."

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა შესაძლო საკითხზე რაც განაპირობებს საქართველოს ხვალინდელ დღეს "ქართული ოცნება" მასზე უარს აცხადებს.

„[ქართულმა ოცნებამ"] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას უთხრა მკაფიო უარი...არა იუსტიციის რეფორმას...არა სანქციებთან შეერთებას ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას... არა სამართლიან არჩევნებს, არა დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში... არა ქალების უფლებებს - "ქალები ბუტკაში"... არა ანტიკორუფციულ ზომებს... არა დეპოლარიზაციას, ეს არის პირდაპირი გამოწვევა საკუთარი ხალხის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფრის სარჩულია ხელისუფლების მხრიდან იმის სურვილი არ აწყენინოს რუსეთს.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერთან ერთად ეს კანონი, სწორედ იმ დღეებში დააინიცირეს, რომელი დღეებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

"თქვენ ("ქართული ოცნება") ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ რუსული კანონის ინიციირება იმ კვირას (31 ამრტიდან 9 აპრილამდე), რომელიც უახლოესი ისტორიისთვის არის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება". 

"რუსეთი აქ არასდროს დაბრუნდება", -  აღნიშინა პრეზიდენტმა   

სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩევნებზე უნდა ითქვას ქართული საზოგადოების ევროპული სათქმელი.

"ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, აქ საჭირო არის მომზადება. უნდა გავიდეთ ერთი ევროპული დროშის ქვეშ...ამ დროშას მე დავიჭერ, ბოლომდე ვიქნები თქვენთან, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, გაიმარჯვოს ევროპამ და ევროპულმა საქართველომ. ამას ვერაფერს უზამს "ოცნება".

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

"ოცნებამ" 2023 წლის მარტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო, რასაც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მას შემდეგ კი, რაც მოქალაქეები რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ, "ოცნება" იძულებული გახდა, კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.