პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გაუქმდა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია, სახელწოდებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის.
მას შემდეგ, რაც ენმ-ის ყოფილმა წევრებმა ყოფილი თანაგუნდელები თავიანთი ფრაქციიდან გარიცხეს, ნაწილმა კი ფრაქციის წევრობაზე უარი თავად თქვა, კანონის შესაბამისად, მას სახელი შეუცვალეს.

საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში ფუნქციონირებას "პროგრესური პლატფორმის" სახელწოდებით გააგრძელებს. 

"პროგრესული პლატფორმა" 7 დეპუტატისგანაა დაკომპლექტებული და მისი თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი გიორგი კილაძეა. 

მისი თქმით, ყოფილი თანაგუნდელების გარიცხვის გადაწყვეტილება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიიღეს. შესაბამისად, სამომავლოდ, ნიკა მელიასთან და პარტია „ახალთან“ ითანამშრომლებენ. 

ქუთაისის საკრებულოში, ამ ეტაპზე, უფრაქციოდ ''ნაციონალური მოძრაობის'' 5 წევრია დარჩენილი.

ფრაქციის გარეშე დარჩენილ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა ჰყოფნით, ახალი ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ, ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ კანონში 2021 წელს შესული ცვლილების მიხედვით, საკრებულოში ერთი პარტიით შესულ წევრს სხვადასხვა სახელობის ფრაქციის შექმნა არ შეუძლიათ. 

„გვაჯობეს იმით, რომ უმრავლესობაში იყვნენ, ამიტომ ახალი ფრაქციის შექმნის უფლება არ გვაქვს“,- ამბობს ხათუნა არველაძე.

''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი წევრები ყოფილი თანაგუნდელების ფრაქციიდან გარიცხვას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ ენმ-ს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ''ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგიც გამართეს და პარტიის ყოფილი წევრები პოლიტიკურ თაღლითობაში დაადანაშაულეს.

გასული წლის 11 დეკემბერს ენმ ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დატოვა და ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა, თუმცა ''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი დეპუტატები ფრაქციიდან არ წასულან.

დაპირისპირება „ენმ“-ში შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და პარტიის ხელმძღვანელი გახდა.

ქუთაისის საკრებულოში, ამ დროისთვის, ორი ფრაქციაა: "ქართული ოცნება" და "პროგრესული პლატფორმა".


ამავე თემაზე:

"პროგრესული პლატფორმა"- ენმ-ის ყოფილმა წევრებმა ფრაქციას სახელი შეუცვალეს

"ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ყოფილმა თანაგუნდელებმა თავიანთი ფრაქციიდან გარიცხეს

"პარტიიდან გასულები გეგმავენ ჩვენი ფრაქციიდან გარიცხვას"- რა ხდება "ენმ"-სა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.