პოლიტიკა
''რაში წაადგა ქუთაისს პარლამენტის აქ ყოფნა?''-რა თქვა ქუთაისში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში  სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ  პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით,საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში არსებობას ქალაქის განვითარებაზე ზეგავლენა არ მოუხდენია. 

''პარლამენტის აქ ყოფნა არც ქუთაისის ეკონომიკას წაადგა და არც დემოგრაფიას. ამას სტატისტიკიტაც მოწობს. ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანაა ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინოს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია. მალე  წარვადგენთ საარჩევნო პროგრამას, სადაც ქუთაისს ღირსეული ადგილი ექნება და ქალაქის განვითარების გემა იქნება მოცემული,'' -  განმარტა ჟურანლისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემის უფლებას პატრონები არ მისცემენ. 

''მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა, გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება ეკომონიმკურ ზრდაზეც გააკეთა. მისი თქმით, გვაქვს 9.5 %-იანი ზრდა და ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ტემპი მეტად გაიზარდოს.

''ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს,''-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


მისი თქმით, საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სიღარიბეა, რომელიც სწორედ ეკონომიკური ზრდის შედეგად დაიძლევა. 

''წლის ბოლოს, დარწმუნებული ვარ, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გამომდინარე ეკონომიკური ზრდიდან, გვექნება ეკონომიკური წინსვლა,“- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, ქუთაისში რეგიონალური სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა და კურსდამთავრებულთა სტაჟირების სამომავლო პროგრამაზე ისაუბრა. 

Print