პოლიტიკა
"პროგრესული პლატფორმა"- ენმ-ის ყოფილმა წევრებმა ფრაქციას სახელი შეუცვალეს
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისის ენმ-ის წევრები ყოფილმა თანაგუნდელებმა თავიანთი ფრაქციიდან გარიცხეს, ფრაქციას ''ნაციონალური მოძრაობა'' სახელი შეუცვალეს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული ფრაქცია ''პროგრესული პლატფორმის'' სახელწოდებით იფუნქციონირებს და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი 7 დეპუტატით იქნება დაკომპლექტებული.


სახელშეცვლილი ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კილაძე იქნება, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი ქეთევან ხურციძე და გაგა მანაგაძე. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის სახელი შეცვლილიყო და ახალი რეალობა შემოგვეთევაზებინა ქუთაისელებისათვის. სამომავლოდ, ეს გუნდი ითანამშრომლებს ნიკა მელიასთან, პარტია „ახალთან“, რომლის ყროლობაც მალე გაიმართება. მსგავსი ყრილობა იქნება ქუთაისშიც და შემდეგ განვაცხადებთ ჩვენს გეგმებს ღიად, თუ ვისთან და როგორ ვითანამშრომლებთ",- განმარტა ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კილაძემ. 

ქუთაისის საკრებულოში, ამ ეტაპზე, უფრაქციოდ ''ნაციონალური მოძრაობის'' 5 წევრია დარჩენილი. 

ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ კანონში 2021 წელს შესული ცვლილების მიხედვით, საკრებულოში ერთი პარტიით შესულ წევრს სხვადასხვა სახელობის ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ.

„გვაჯობეს იმით, რომ უმრავლესობაში იყვნენ, ამიტომ ახალი ფრაქციის შექმნის უფლება არ გვაქვს“,- განმარტავს „ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა არველაძე.

''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი წევრები ყოფილი თანაგუნდელების ფრაქციიდან გარიცხვას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ ენმ-ს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ''ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგიც გამართეს და პარტიის ყოფილი წევრები პოლიტიკურ თაღლითობაში დაადანაშაულეს.

გასული წლის 11 დეკემბერს ენმ ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დატოვა და ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა, თუმცა ''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი დეპუტატები ფრაქციიდან არ წასულან.

დაპირისპირება „ენმ“-ში შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და პარტიის ხელმძღვანელი გახდა.

ქუთაისის საკრებულოში ამ დროისთვის ორი ფრაქციაა: "ქართული ოცნება" და "პროგრესული პლატფორმა". 

ამავე თემაზე:

"ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ყოფილმა თანაგუნდელებმა თავიანთი ფრაქციიდან გარიცხეს

"პარტიიდან გასულები გეგმავენ ჩვენი ფრაქციიდან გარიცხვას"- რა ხდება "ენმ"-სა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც
შეშფოთება გამოხატა
უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ.
10:45 / 27.04.2024
14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.