პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერებს აგროვებენ
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება თბილისის და რუსთავის შემდეგ ქუთაისშიც დაიწყო.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ქუთაისში ამ მიზნით მოსახლეობას შეხვდნენ. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, რუსეთის ციხეში ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

''ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი 2024 წლის არჩევნებზე იყოს თავისუფალი,'' -  განმარტა ქუთაისში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯომარემ ლევან ხაბეიშვილმა. 

ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. 1 მარტს კი ხელმოწერებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

ხელმოწერების შეგროვება ცისფერყანწელების ქუჩა  N3-ში, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისში მიმდინარეობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 წელია პატიმრობაშია. ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმმართელობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ექსპრეზიდენტს სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება.

იმის გამო, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ადვოკატებმა სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.