პოლიტიკა
"მარტიდან ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას"- ირაკლი ღარიბაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის მომზადების მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილი, მარტიდან, რეგიონებში გასვლას და შეხვედრებს გეგმავს.
ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას. მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის“,- განმარტა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანი საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმალური შედეგის დადებაა.

„ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე. კიდევ გავიმეორებ ჩვენს მიზანს – ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.