პოლიტიკა
"პარტიიდან გასულები გეგმავენ ჩვენი ფრაქციიდან გარიცხვას"- რა ხდება "ენმ"-სა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. 

საუბარია, პარტიის იმ, უკვე ყოფილ წევრებზე, რომლებმაც პარტია დატოვეს, თუმცა საკრებულოს ამავე სახელწოდების ფრაქციაში ამ დრომდე რჩებიან.

"ნაციონალურ მოძრაობის" წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადეს, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიიდან წასვლის შემდეგაც სრულად აიღეს ფრაქციისთვის განკუთვნილი ხელფასები და ახლა მათი (პარტიის წევრების) ფრაქციიდან გარიცხვას გეგმავენ.

პარტიის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ ნიკა მელიას გუნდი და „ქართული ოცნება" გაერთიანდა ქუთაისის საკრებულოში.

"დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნებას“ შეუერთდა, დღემდე არ გაურიცხავთ მელიასთან წასულ წევრებს ფრაქციიდან და მათი ხმებით აპირებენ ჩვენს გარიცხვას ანუ  იმ ადამიანებისას, რომლებიც დავრჩით „ნაციონალურ მოძრაობაში“.  თურმე არ ვეთანხმებით ფრაქციის პოლიტიკას და მელიასთან გადაბარგებული ადამიანები არიან ერთგულნი ამ პარტიის, ეს არის პოლიტიკური თაღლითობა და კონკრეტული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გადადგმული ნაბიჯი“,
- განმარტავს გიგა შუშანია.

ის ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, უარი თქვან ამ „პოლიტიკურ თაღლითობაზე, რომელიც წესდების უხეში დარღვევაა და აცადონ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააგრძელოს საკუთარი ამომრჩევლების ინეტრესების გატარება ქუთაისის თვითმმართველობაში". 

ფრაქციის სახელის შეცვლა და თანამდებობების შენარჩუნება - ასე ხსნის „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ხათუნა არველაძე ყოფილი თანაგუნდელების მიერ მათი ფრაქციიდან გარიცხვის სურვილს. 

მისი თქმით, პარტიიდან წასულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უღალატეს, ახლა კი სურთ, ქალაქის თვითმმართველობაში აღარ იყოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

"რადგან მათ, წესდების შესაბამისად, ამ ეტაპზე, ხმები არ ყოფნით ფრაქციის სახელის გადასარქმევად, მიიღეს გადაუწყვეტილება, ფრაქციის ის წევრები, რომლებიც დარჩნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმ პოლიტიკას ეთანხმებიან, რა პოლიტიკაც გაწერილია ჩვენს წესდებაში, გაგვრიცხონ ფრაქციიდან და სრულყოფაში მოიყვანონ ის ჩანაფიქრი, რაც აქვთ: შეუცვალონ ფრაქციას სახელი და ჩვენ დავრჩეთ ფრაქციის გარეშე“,- ამბობს ხათუნა არველაძე.

აღნიშნულ ბრალდებებს პასუხობს გიორგი კილაძე, რომელიც ამ დრომდე რჩება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ, მაშინ როცა მან რამდენიმე დღის წინ პარტია თანაგუნდელებთან ერთად დატოვა. 

"წელიწადზე მეტია ბატონი გიგა არ ესწრება ფრაქციის სხდომებს. ამიტომ, არ იცოდა, ალბათ, რომ ქალბატონი დარეჯანის მომართვა ფრაქციის დატოვების შესახებ დაკმაყოფილებულია, ასე რომ მოვუწოდებ, ჩაერთონ ფრაქციის საქმიანობაში, მათთვის ეს უფლება არავის წაურთმევია.

ამასთან, არავის გარიცხვაზე საუბარი არ არის. ჩაერთონ ფრაქციის საქმიანობაში, იმუშაონ. რაც შეეხება ბენეფიტებს და თანამდებობებს, ეგ რომ გვდომებოდა, ჩვენ ვთამაშობდით კვიპროსის გუნდთან და უარი ვთქვით თანამშრომლობაზე“,
- განმარტავს გიორგი კილაძე.

კითხვაზე, რატომ რჩებიან იმ პარტიის სახელობის ფრაქციაში, რომელ პარტიასაც უკვე გამოეყვნენ, ამბობს:

"პარტია სხვაა და ფრაქცია სხვაა",- განმარტავს კილაძე. 

კილაძის საპასუხო კომენტარის გაკეთებიდან, მალევე, ხათუნა არველაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი ყოფილი თანაგუნდელები ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი კილაძეს მიმართავენ, მას და ფრაქციის კიდევ ერთ წევრს ლაშა შალამბერიძეს ფრაქციის წევრობის სტატუსი „სხვა პოლიტიკური შეხედულებების გამო“ შეუწყვიტოს.



11 დეკემბერს, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 12 დეპუტატიდან, 7-მა პარტია დატოვა, თუმცა ფრაქცია არა.

დაპირისპირება „ენმ“-ში შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და პარტიის ხელმძღვანელი გახდა.

არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დოკუმენტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავდა და თუკი ვინმე ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებდა, ის თავს, ავტომატურად, პარტიის გარეთ დააყენებდა.

ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის შედეგადაც 27 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.