პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი წყალტუბოში იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიების ლიდერებთან ერთად, იმერეთის ორგანიზაციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.
მან წყალტუბოში, სასტუმრო "პლაზაში" გამართულ შეხვედრაზე, ორგანიზაციის ადგილობრივ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ ამ ადამიანებმა, ქართველ ხალხთან ერთად, ძალიან ბევრი იბრძოლეს, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე, შემაჯამებელი შეხვედრები მიმდინარეობს და 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.

" მათი და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. დღეს ვხვდებით მათ იმისთვის რომ ეს დაწყებული გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და საქართველო გავათავისუფლოთ რუსული რეჟიმისგან, რუსული პარტიისგან და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.



"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით კი, მსგავსი შეხვედრები ახალ წლამდე საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება, მომავალი წლიდან კი მძლავრ კამპანიას დაიწყებენ.

"ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, გვჭირდება დაჩქარებული წესით გაწევრიანება.ყველგან უნდა ჩავიდეთ, ახალ წლამდე დავფარავთ მთელს საქართველოს და მერე უკვე მძლავრ კამპანიას დავიწყებთ, რომელიც მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე, ევროკავშირთან ერთად", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", ისე მმართველმა პარტიამ მზადება დაიწყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.