პოლიტიკა
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისის მერიის ურბანული დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ დაკავებული პოსტი დატოვა.

როგორც ის „ქუთაისიპოსთან“ განმარტავს, სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე განცხადება თავად დაწერა, 4 დეკემბერს კი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა.

რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ „ბევრი მიზეზი იყო ერთად თავმოყრილი“, რის გამოც დაკავებული თანამდებობის დატოვებას დიდი ხანი გეგმავდა, ბოლოს კი სისრულეში მოიყვანა.

„მოვლენები, ჩემი წამოსვლის შემდგომ, ისე განვითარდა (ჩემდა გასაოცრად), რომ ვგეგმავ, ცოტა უფრო ღრმად ვისაუბრო ამ საკითხზე და გავშალო ეს თემა, ოღონდ ჯერ არა. დავაკვირდები, როგორ გამოაჩენენ თავს ადამიანები, ამის მიხედვით. ჩემი გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველასთვის ცნობილი, უბრალოდ, ხდებოდა გაჩერება/გადაფიქრება. ბოლოს დავწერე განცხადება, გავედი შვებულებაში და იქვე ავხსენი წამოსვლის მიზეზები, რომ როგორც კი გავა შვებულების დღეები, გამათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდან-მეთქი. ასეც მოხდა“,- ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.

მისივე განმარტებით, საქმიანობას კვლავ ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართულებით გააგრძელებს. 

რუსუდან ჩინჩალაძე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2019 წლიდან მუშაობდა, მანამდე ის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება, მანამდე კი სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.