პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" შვიდმა დეპუტატმა პარტია დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 12 დეპუტატიდან, 7-მა პარტია დატოვა.
ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს და განმარტეს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებენ.

„ჩატარებული პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, მივიღეთ სამწუხარო რეალობა. იმთავითვე შეუსრულებლობისათვის განწირული დაპირებებით, ანუ სიცრუით, სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც ჩამოაცილა გამოცდილი და ერთგული კადრები პარტიას, მოახდინა მათი სრული იგნორირება. პარტია შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან, ოფიციალურად, ვტოვებთ პარტიის რიგებს, თუმცა ბრძოლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ, არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ გაგრძელდება სხვა პლატფორმიდან“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ბახტაძემ.

ენმ-ს ყოფილი წევრის თედო მესხის განმარტებით, ახალი პლატფორმა, რომელსაც შეუერთდებიან, ბევრად მეტს გააკეთებს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისათვის.

ამ ეტაპზე, ქუთაისის საკრებულოში  ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ  4 დეპუტატი დარჩა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარეობაზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო, შესაბამისად, ის პარტიის ხელმძღვანელი გახდა.

არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამია, რომ დოკუმენტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებს, ის ავტომატურად თავს პარტიის გარეთ დააყენებს.

ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის შედეგადაც 27 ნომებერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც
შეშფოთება გამოხატა
უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ.
10:45 / 27.04.2024
14 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა უცხოური აგენტების კანონპროექტის შესახებ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.