პოლიტიკა
"მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას'' - ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობა'' პარტიის შესაძლო დატოვებაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ამბობენ, პარტიაში დარჩებიან თუ ნიკა მელიას გუნდს შეურთდებიან.
ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კილაძე ამბობს, რომ აღნიშნულზე გაცხადებას ფრაქციის სახელით მოგვიანებით გააკეთებენ.

"ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. რადენიმე დღეში ფრაქციის სახელით გავაკეთებ განცხადებას", - განმარტავს გიორგი კილაძე.

ფრაქციაში რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. შესაბამისად, შესაძლოა, ნიკა მელიას მსგავსად, პარტია ფრაქციის წევრებმაც დატოვონ.

რაც შეეხება საკრებულოს კიდევ ერთ "ნაციონალური მოძრაობის'' წევრს, გიგა შუშანიას, განმარტავს, რომ ის რჩება პარტიაში.

"ჩემთვის ეს ბრძოლა თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს ყველაფერი პარტიის ინტერესებს აზარალებს. ვრჩები მიხეილ სააკაშვილის გუნდში და ,,ნაციონალურ მოძრაობაში". დაარსების დღიდან ამ პარტიის წევრი ვარ და ასეც გაგრძელდება. პარტიებში მოგზაურობა ჩემი სტილი არ არის", - ამბობს გიგა შუშანია.

პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარეობაზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო, შესაბამისად, ის პარტიის ხელმძღვანელი გახდა.  

არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამია, რომ დოკუმენტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებს, ის ავტომატურად თავს პარტიის გარეთ დააყენებს.

ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის შედეგადაც 27 ნომებერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობას''  ტოვებს. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.