პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ბასილაძე აირჩიეს
FaceBook
მაშინ, როცა იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, „ოცნებამ“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებად მერები აირჩია, ქუთაისში მხარი საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გია ბასილაძეს დაუჭირა.

ბასილაძე, აღნიშნულ პოზიციაზე, მმართველი პარტიის ლიდერებმა, დღეს, პარტიულ კონფერენციაზე, აირჩიეს.

აქამდე გია ბასილაძე "ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 

კონფერენციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

პარტიული კონფერენციები ვანში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხონში, სამტრედიაში, ტყიბულში, თერჯოლასა და ზესტაფონში უკვე ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.