პოლიტიკა
"გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ"- ვახუშტი მენაბდე
FaceBook
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, პარლამენტმა ორ კვირაში უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. იმპიჩმენტის შემთხვევაში კი ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ.

„სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭეთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ 2 წლის წინ დანიშნული მოსამართლე;

პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად ოცნება ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს“,- წერს ვახუშტი მენაბდე.

მისივე თქმით, პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ, მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს.

„შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას; გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ. არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია“,- წერს სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ დღეს გამოაცხადა.

დასკვნაში, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, წერია, რომ სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ, სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განაწესი.

გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა დაუჭირა მხარი. განსხვავებული პოზიცია ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრები მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკალიშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი და თეიმურაზ ტუღუში არიან.

9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად "ოცნებას" 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.