პოლიტიკა
ენმ-ის იმერეთის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ თემურ ცამციშვილი აირჩიეს
FaceBook
"გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის წევრები და “სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები იმერეთში რეგიონალურ და მუნიციპალურ ლიდერებს შეხვდნენ.

ისინი რეგიონში არსებულ პრობლემებს ეცნობიან და როგორც განმარტეს, „ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევისთვის ემზადებიან“.

"გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში, ვხვდებით იმერეთის რეგიონალურ ლიდერებს და ვგეგმავთ სექტემბრის აქტივობებს. იცით, რომ უმძიმესი პრობლემები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკურ- სოციალური მიმართულებით, ამიტომ აუცილებელია, გვქონდეს ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან და გავაკეთოთ პრობლემების ნუსხა. ჩვენ სექტემბერს უნდა შევხვდეთ მომზადებული, რათა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ლოჯისტიკური ცენტრი, მათ შორის ოფისები, გვქონდეს გახსნილი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღესვე დააფუძნეს იმერეთის რეგიონალური პოლიტიკური საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც თემურ ცამციშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ კი - მამუკა ბიბილეიშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.