პოლიტიკა
ქუთაისში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატია წარდგენილი
FaceBook
“ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობისათვის ქუთაისში, ორი კანდიდატი, ხათუნა არველაძე და კახა გაბუნია იბრძოლებს.

ორივე მათგანი ქალაქის საკრებულოს დეპუტატები არიან და ორივეს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

"ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ როგორ უნდა წარიმართოს დემოკრატიულად, მიუკერძოებლად და ობიექტურად. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი რომ გავიმარჯვებ. ზოგადად, არ შეიძლება კანდიდატი მონაწილეობდეს და ამის მოლოდინი არ ჰქონდეს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ ისევ გავაგრძელებ წინსვლას, მეტი მობილიზაცია, მეტი კონტაქტები მექნება საზოგადოებასთან", - ამბობს ხათუნა არველაძე.

გამარჯვების მოლოდინი აქვს კახა გაბუნიასაც, რომლიც თვლის, რომ მას უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე მის კონკურენტს. 

„ვარ საბრძოლო შემართებით, მაქვს ჩემი ქალაქის იმედი, რომელმაც ჩემი ისტორია, შესაძლებლობები, განვლილი ცხოვრება ძალიან კარგად იცის. იცის რა გამიკეთებია, როგორ მიბრძოლია მისი წინსვლისთვის და მაქვს ამ ყველაფრის დანახვის იმედი. ვფიქრობ, მოგების შანსი მაქვს უფრო დიდი, ვიდრე ჩემს კონკურენტს, თუმცა მას ძალიან ვაფასებ, ღირსეული კონკურენტია", - განმარტავს კახა გაბუნია. 

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბოლოს ბესიკ ბრეგაძე იყო, რომელიც ამ დროისთვის ემიგრაციაში იმყოფება.  

შიდაპარტიული არჩევნებისთვის თავმჯდომარეობის მსურველების კანდიდატების რეგისტრაცია 9 მაისს დასრულდა.

განსაზღვრული გრაფიკით, ყველა რაიონულ ორგანიზაციაში არჩევნები 17-20 მაისს გაიმართება.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.