პოლიტიკა
"ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი" - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ქუთაისს სტუმრობს
FaceBook
„ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს თქვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუსას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ ისტორიულ მომენტში. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარედგინა. 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა მისთვის ევროპული პერსპექტივა მიეცა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ჩვენ პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს დეკემბერში. ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს გზის დასასრული არ არის. კანდიდატის სტატუსის მიცემის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ“, -
განმარტა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისი პროგრესია მიღწეული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„როგორც ევროკავშირის დელეგაცია, აქ ვართ, რომ საქართველოსთან ერთად ვიყოთ ევროკავშირის წევრობის გზაზე. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, კომპრომისის, ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. მუშაობა გრძელდება და ვნახავთ, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი იმერეთის რეგიონს პირველად სტუმრობს. სამდღიანი ვიზიტის (3-5 აპრილი) ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა.

მან ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან. მათ ერთად მოინახულეს ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაციაც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.

ვიზიტის პირველ დღეს, ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების კომპოსტირების პირველ ცენტრსაც ეწვია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

დღის ბოლოს, პაველ ჰერჩინსკი დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებსა და რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ESCAPE და LEARN პროექტების დახმარებით ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს და დასაქმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ მათ კითხვებს უპასუხა.

ელჩი ასევე ეწვევა წყალტუბოს, სადაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდება. შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებზე ისაუბრებენ. ამასთან, LAG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტს - „თეთრა მღვიმეს“ მოინახულებს, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ვიზიტი შედგება მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია „ჰერბიაშიც“, რომელმაც, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, წარმოების გასაფართოებლად და საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.