პოლიტიკა
პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენაში - ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
FaceBook
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუსის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)b)(viii)",
- ეს გახლავთ ამონარიდი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)  გადაწყვეტილებიდან.

ჰააგის სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

"არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოთ დასახელებული დანაშაულებისთვის - რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ მან ვერ შეძლო სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს", - წერია გადაწყვეტილებაში. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, 2022 წლის მარტში დაიწყო.

კომისიამ გამოიძია ათობით დანაშაულის ფაქტი. კერძოდ:

...კომისიამ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზოგიერთ შემთხვევაში, არ ხდებოდა გამიჯვნა შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო პირებს შორის,
რაც საფრთხეს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას. ასე იყო, მაგალითად, ქალაქ ჩერნიჰივში, სადაც
უკრაინის ტერიტორიულმა თავდაცვის ძალებმა მე-18 სკოლაში შექმნეს შტაბი და ჰყავდათ რამდენიმე
მათი წევრი 21-ე სკოლაში. სკოლები ასევე გამოიყენებოდა მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაცემად. 2022 წლის 3 მარტს, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს ავიადარტყმა ორივე სკოლაზე. დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები...

...როდესაც რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიებს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
მათ დააარსეს სპეციალური საპატიმრო დაწესებულებები, სადაც იყენებდნენ წამების  მრავალფეროვან მეთოდებს. მათი სამიზნე პირები იყვნენ, ადამიანები რომლებმაც უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე. ადგილი ჰქონდა უკანონო პატიმრობას, წამებას და სექსუალურ და გენდერული ნიშნით ძალადობას...

ასევე, რუსეთის შეტევები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ: შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ;

რუსული ძალების მიერ უკრაინელი მოქალაქეების კოლექტიური დახვრეტები, რუსული ძალების მიერ უკრაინელი მოქალაქეების მასობრივი დაკავებები, რუსული ძალების მიერ უკრაინელი მოქალაქეების იძულებითი გადასახლება ან დეპორტაცია, რუსული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო პირების წამება, რუსული ძალების მიერ უკრაინელი მოქალაქეების გაუპატიურება (4 დან 82 წლის ქალების) და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები: წარმოადგენს ომის დანაშაულს...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას (123 სახელმწიფოს), რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დადგამენ პუტინი ან მარია ლვოვა-ბელოვა, აქვს მათი დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.