პოლიტიკა
„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას“- 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე აქცია დაიგეგმა
FaceBook
სამი ოპოზიციური პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად "ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას" იწყებს.

ამის შესახებ მათ განცხადება ბრიფინგზე გააკეთეს და ამ მიზნით, პირველი აქცია 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე დააანონსეს.

"ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს. ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალხთან, ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე", - განმარტა აკია ბარბაქაძემ.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე ვცხოვრობთ და 24 თებერვალს საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა უნდა დაიწყოს.

„ყველაზე რთული რაც არის დღეს, არის იმის გააზრება, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელზე, როცა თავმოყვარეობა, ღირსება, მეგობრის გვერდში დგომა, მსგავსი ღირებულებები ფეხქვეშ გათელეს და გვეუბნებიან, რომ ეს არის ქართველობა და საქართველო. მნიშვნელობა არ აქვს, რას უნდა აკეთებდეთ ახლა თქვენ: ბიზნესი გაქვთ, მუშაობთ, ხელოვნების მუშაკი თუ სპორტსმენი ხართ, არაფერს გემო და ფასი არ აქვს მანამ, სანამ ცხოვრობ უთავმოყვარეო ყოფაში, ეს არის ჩემი აზრით გასააზრებელი. 24 თებერვალს, რაც უნდა დაიწყოს აქ, არის საქართველოს ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის გადაშლა. ეს პროცესი არის დასაწყები, პროცესს სჭირდება ერთობა“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

„დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

"ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ჯგუფის პარტიები, არა პარტიები, სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი - ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების საკითხი. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავდგეთ ერთად და ვთქვათ, 24 თებერვალი, მაშინ, როცა რუსეთი, რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას, ეს არის წყალგამყოფი.

24 თებერვალს აქ, რუსთაველზე, კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა კრიტიკულ მომენტში წყალგამყოფი დღის მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ: საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში", - განმარტავს ელენე ხოშტარია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე შეკრების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„დღეს ყველანი ერთად ვდგავარ და გვაერთიანებს ერთი რამ: ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს ის, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამ არჩევანს დღეს უნდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას, გადახედოს ძალამ, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას, გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. მათ რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე არ იმუშავებს და ვერ იმუშავებს.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, რომ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე. შევიკრიბოთ, რათა ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან, არასდროს გადაიხედება. შევიკრიბოთ, რათა უკრაინელ ხალხს ვუთხრათ, რომ როგორც ჩვენი გმირი ბიჭები ყოველდღიურად თქვენთან ერთად მედგრად იბრძვიან, ასე მედგრად, ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენ გვერდით. ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც დღენიადაგ შეურაცყოფას აყენებს „ქართული ოცნება“. მადლობა თქვენ, ბიჭებო, რომ ასე მამაცად, ურყევად იცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა უკრაინის ფრონტი. ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე. მერწმუნეთ, გზა რთულია, ეკლიანია, მაგრამ ამ ეკლიან გზას ჩვენი დიდი ერთიანობით მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე. ამას ყველა ვიზეიმებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.