პოლიტიკა
"თუ რუსეთს - საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, მისასალმებელია"
FaceBook
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებდა, რაც მისასალმებელია.
ამის შესახებ კობახიძემ „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებების, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შექების და აქედან გამომდინარე „ოცნების“ ოპონენტების კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენთვის მთავარი არ არის გარე შეფასებები - ბევრი გვესმის ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან… მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა. რეალობა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი მიზნით - ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და გატარება. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს - იქნება ეს ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი. ეს მოკლე კომენტარი შეიძლება გავაკეთო პირველ თემაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას, კობახიძის თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა. მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.