პოლიტიკა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
FaceBook
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში, რომლიც ავტორიცაა ევროდეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ „დაუწესდეს პერსონალური საქნციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“.

„ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის გაუარესებაზე“, — ნათქვამია შესწორებაში, რომელიც ევროპარლამენტმა 275 ხმით, 212-ის წინააღმდეგ მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში ასევე შევიდა ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის (EPP) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) მიერ ინიცირებული შესწორება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ. ცვლილებებით შეშფოთებაა გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები საქართველოს იყენებს სანქციების გვერდის ასავლელად. შესწორება ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, შეისწავლოს ეს ბრალდებები და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული ბიუროს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.

„თუ ბრალდებები დადასტურდება, მოვუწოდებთ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ“, — ნათქვამია შესწორებაში, რომელსაც 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 128-ის წინააღმდეგ.

ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.